საველე სიტუაციური სწავლება
თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულის სიტუაციური სწავლება დასრულდა. სწავლება ხუთი დღე ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას. წვრთნებში მონაწილე პირადი შემადგენლობა დაკისრებულ ამოცანებს სხვადასხვა ლოკაციაზე, მთა გორიან რელიეფზე, დღისა და ღამის პირობებში ასრულებდა.
