აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სტუდენტების ერთი ნაწილის მოთხოვნაზე, ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ფინალური გამოცდები უნდა ჩატარდეს არა დისტანციურ, არამედ დასწრებით ფორმატში. აკადემიურმა საბჭომ სტუნტთა ნაწილის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას აქვს გარკვეული შეთავაზებები ახალგაზრდებთან. აკადემიური საბჭო მიესალმება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას თბილისის გარდა კიდევ ორ ქალაქში საგამოცდო ცენტრების გახსნის თაობაზე. საბჭოს რეკომენდაციით, სტუდენტებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალ მთიან რეგიონებში ან ვისთვისაც დამატებით საგამოცდო ცენტრებამდე მისვლა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, საგამოცდო პერიოდში თსუ საერთო საცხოვრებელში უფასოდ განთავსებას შესთავაზებს.
