თბილისში მიმდინარე გრანდ სლემი
თბილისის ოლიმპურ სასახლეში მიმდინარე გრანდ სლემზე მეორე დღის წინასწარი ბლოკი ჩატარდა, რომელშიც 11 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა მათგან სამი მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს. 73 კილოგრამში ფინალში გასული ლაშა შავდათუაშვილია, ბრინჯაოსთვის გიორგი ტერაშვილი იჭიდავებს. 81 კილოგრამში ოქროს მოპოვებას ტატო გრიგალაშვილი შეეცდება. ლაშა შავდათუაშვილი და ტატო გრიგალაშვილი, ფინალში იაპონელ და კორეელ მეტოქეებს შეხვდებიან, გიორგი ტერაშვილი კი მესამე ადგილისთვის იტალიელ ძიუდოისტს დაუპირისპირდება. ტურნირის ფინალური ბლოკი ამ წუთებში მიმდინარეობს. თბილისის გრანდ სლემზე საქართველომ უკვე 5 მედალი მოიპოვა, დღეს კი ამ მაჩვენებლის შვიდამდე გაზრდის შანსი გვაქვს.
