უკრაინის განათლების მინისტრის მადლობა საქართველოს
უკრაინის განათლების მინისტრი მადლობას უხდის საქართველოს, საგანმანათლებლო სისტემას უკრაინელი ბავშვების გვერდში დგომისთვის. მინისტრის განცხადებით, ასზე მეტმა ქვეყანამ გამოყო საგანმანათლებლო სივრცე და გახსნეს კლასები უკრაინელი ბავშვებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული უკრაინელისთვის.
