გიორგი მამარდაშვილი 10 მილიონ ევროდ არის შეფასებული
ცნობილმა გერმანულმა პორტალმა ტრანსფერ მარკეტმა ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების საბაზრო ფასები განაახლა. განახლების შემდეგ გაორმაგდა საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას მეკარის გიორგი მამარდაშვილის ფასი. 21 წლის სპორტსმენი 10-თ მილიონ ევროდ არის შეფასებული, რაც ესპანეთის ჩემპიონატში მეცხრე მაჩვენებელია მეკარეთა შორის. ამავე პორტალის ცნობით გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების უძვირფასესი ფეხბურთელების რეიტინგში მეორეა და მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ჩამორჩება, რომელიც 15 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
