ახალი რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი
კრწანისში რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი. დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე მცენარე. სკვერის გახსნას რაიონის გამგებელი მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაესწრო.
