თხილის სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში იმყოფებოდა. რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრებზე, თხილის სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს. შეხვდნენ მეთხილე ფერმერებს და თხილის ბაღები დაათვალიერეს. ასე დაათვალიერეს გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში მშენებარე ახალი საშრობი და საწყობი ცენტრები, სადაც თხილის მოსავლის პირველადი დამუშავება, გარჩევა, შრობა, ლაბორატორიული ანალიზი და დასაწყობება მოხდება.
