თავდაცვის აკადემიის იუნკრები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები ესტუმრნენ. მათ მომავალი ოფიცრებისთვის საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს და სტუმრებს თავიანთი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საჩვენებელ სწავლებას ეროვნული თავდაცვის აკადემიის 100-მდე იუნკერი დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, მომავალმა ოფიცრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აღჭურვილობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ტექნიკა დაათვალიერეს.
