აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სტუდენტების ერთი ნაწილის მოთხოვნაზე, ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით იმსჯელა და ერთხმად დააფიქსირა პოზიცია, რომ ფინალური გამოცდები უნდა ჩატარდეს არა დისტანციურ, არამედ დასწრებით ფორმატში. აკადემიურმა საბჭომ სტუნტთა ნაწილის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას აქვს გარკვეული შეთავაზებები ახალგაზრდებთან.
