ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი უკრაინაში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებიან. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლები უკრაინის განათლების მინისტრსა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, დავით გურგენიძეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. შეხვედრაზე, მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კულტურის პალატას გაწეული ჰუმანიტარული და მატერიალური დახმარებისთვის.
