ბავარიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა
გერმანიის სამხრეთით, ბავარიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. მატარებელი მიუნხენის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ, სარკინიგზო ხაზი კი დაკეტილია.
