აქცია ერევანში
ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები განახლდა. სამთავრობო დასახლებასთან მოძრაობა „წინააღმდეგობის“ წევრებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. არიან დაშავებულებიც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძრაობა „წინააღმდეგობის“ წევრები ეგრეთ წოდებულ საფრანგეთის მოედნისკენ მიემართებიან.
