აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სტუდენტებმა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დარჩენისა და ღამის გათენების გადაწყვეტილება მიიღეს. მათი თქმით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და არ ითვალისწინებს არსებული პრობლემების აღმოფხვრას. სტუდენტები მოითხოვენ გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებას, ან თითოეულ მუნიციპალიტეტში საგამოცდო ცენტრის შექმნას, ასევე სტუდ ქალაქის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.
