იუსტიციის მინისტრის ერთწლიანი მუშაობის ანგარიში
იუსტიციის მინისტრმა ერთ წლიანი მუშაობის ანგარიში თბილისის შემდეგ ქუთაისშიც წარადგინა. რატი ბრეგაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერებისათვის გატარდა. ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები.
