პრემიერის სიტყვა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი არ მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს, ამ გადაწყვეტილებით გახარებული მხოლოდ რუსეთი იქნება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. პრემიერმა ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც ევროპელმა მეგობრებმა ასოცირებული ტრიოს წევრ ქვეყნებს უნდა მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი.
