ქუთაისში, გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მეთერთმეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
ქუთაისში, გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მეთერთმეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი , თავდაცვის ძალების მეთაური და სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცეს. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა.
