გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან ერთად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან ერთად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერებს შეხვდა. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და საქართველოში პირველი დაცული ტერიტორიაა. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს, დაახლოებით 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება დაცული ტერიტორიების ფართობი და დაახლოებით 900 ათას ჰექტარს მიაღწევს. ამავდროულად, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდება ინფრასტრუქტურის განსავითარებად.
