ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ევროპის გადაწყვეტილება ახლოვდება
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ევროპის გადაწყვეტილება ახლოვდება. რამდენიმე კვირაში ცნობილი გახდება, მიიღებენ თუ არა ასოცირებულ ტრიოში შემავალი ქვეყნები ოფიციალურ სტატუსს იმისათვის, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანების ახალ ეტაპზე გადავიდნენ. გადაწყვეტილების მიღებამდე კი აქტიურად მიმდინარეობს დისკუსიები, როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. კანდიდატის სტატუსზე ევროპელ ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. აქტიურობენ ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები და აქცენტს აკეთებენ მიხეილ სააკაშვილის პატმრობაზე, თბილისში კი პასუხობენ, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების საკითხზე დამოკიდებული არ არის.
