პრემიერი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვის გამოსვლამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს. შეხვედრაზე, რომელიც ბრატისლავაში, გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა და მაროშ შევჩოვიჩმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს და აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ამ პროცესში, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიაღწია.
