მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავში რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავში რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, გაეცნო. კლდიაშვილის ქუჩაზე, 35 ათას კვ. მეტრ ფართობზე მულტიფუნქციური სკვერის რეაბილიტაცია გრძელდება . პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არაფორმალური განათლების ცენტრი - მედიათეკაც აშენდება. მოეწყობა დასასავენებლი სივრცეები. ახალი რეკრეაციული სივრცე კეთდება მესხიშვილის ქუჩაზეც.