პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებს შევხდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებს შევხდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ევროინტეგრაცია, ევროკავშირის წევრობის აპლიკაცია და პარლამენტის როლი იყო. სტუდენტებმა შალვა პაპუაშვილს კითხვებიც დაუსვეს. მათ შორის, იყო უკრაინელი სტუდენტი, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს ხელისუფლებას უკრაინისა და უკრაინელების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
