საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გადაცემა „იმედი ლაივში“ ისაუბრა
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გადაცემა „იმედი ლაივში“ ისაუბრა. მამუკა მდინარაძემ ოპონენტები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განცხადა , რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის , რომ საქართველოს ევროპამ კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრას , შექმნილი მოცემულობა კი ოპოზიციამ არეულობისთვის გამოიყენოს. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ასევ განმარტა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არიან ადამიანები, ძალები , რომლებიც ოპოზიციას დავალებებს აძლევენ და ერთობლივად მუშაობენ იმისათვის, რომ საქართელომ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
