ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე დღეს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა
ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე დღეს პრემიერ მინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი იმ სესიას მიმართავს, რომელსაც ეწოდება „სამეზობლოს გაძლიერება, პარტნიორობა აღმოსავლელ მოკავშირეებთან“. სლოვაკეთში, სადაც ევროპელი ლიდერები არიან შეკრებილნი, უკვე მეორე დღეა განხილვის ერთ - ერთი მთავარი თემა ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხია. ფორუმზე სპიკერმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს პოზიტიური პოლიტიკური გადაწყვეტილების მნიშვნელობას, როგორც ასოცირებული ქვეყნებისთვის, ასევე, ევროპული გაერთიანებისთვის. პარალელურად, საუბარია ევროკავშირში გაწევრიანების სტანდარტებსა და გრძელვადიან რეფორმებზე.
