საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ფეხბურთელებმა "დინამო არენაზე" გიბრალტარის ეროვნული გუნდი 4-0 დაამარცხეს. მეტოქის კარში თითო ბურთი ხვიჩა კვარაცხელიამ, გურამ კაშიამ, გიორგი მიქაუტაძემ და ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანეს. თამაშის დაწყებამდე ჯანო ანანიძეს, რომელმაც კარიერა დაასრულა, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა სიმბოლურად საჩუქრები, ნაკრების მაისური და სამახსოვრო დაფა გადასცა. ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრა ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდებს შორის 1-1 დასრულდა. ქართველი ფეხბურთელები მომდევნო შეხვედრას 5 ივნისს სტუმრად ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან გამართავენ. თამაში თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.