საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს უსაფრთხოების გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს უსაფრთხოების გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის იმ სესიას, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს, დღის წესრიგის მიხედვით ეწოდება “სამეზობლოს გამყარება, პარტნიორობა აღმოსავლელ მოკავშირეებთან“. ბრატისლავის ფორუმში მონაწილეობა უკვე მიიღო ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა. მსჯელობა რუსულ ბაზარსა და ენერგეტიკას მიეძღვნა.