იორდანიის მიერ საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადმოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა გადაცემა „იმედი ლაივში“ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა
იორდანიის მიერ საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადმოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა გადაცემა „იმედი ლაივში“ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა. საქართველოს საკუთრებაში არსებული 4 - 000 კვადრატული მეტრი მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესგან 15-20 მეტრის მანძილზეა. იქ ქართული კულტურის ცენტრი აშენდება, რომლის კონცეფციაზე მუშაობაც უკვე დაწყებულია.