ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის გალა-ვახშამს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის გალა-ვახშამს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. ღონისძიება, რომელზეც ფორუმის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების მეთაურები და დელეგატები იყვნენ მიწვეული, ბრატისლავის სასახლეში გაიმართა. დაჯილდოების ტრადიციულ ცერემონიაზე, ჩეხეთის და სლოვაკეთის ტრანსატლანტიკური ჯილდო გადაეცა უკრაინელ ხალხს. ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ეროვნული ოფისის დირექტორს.