სახელმწიფო ტყის ფონდში რვა მუხლუხიანი ტრაქტორი დალუქეს
სახელმწიფო ტყის ფონდში რვა მუხლუხიანი ტრაქტორი დალუქეს. გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდში მძიმე ტექნიკით უნებართვოდ გადაადგილების, მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გაუვარგისებისა და ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.