ომის 99-ე დღეს რუსეთი უკრაინის 20 პროცენტს აკონტროლებს
ომის 99-ე დღეს რუსეთი უკრაინის 20 პროცენტს ანუ უკვე სამჯერ მეტ ტერიტორიას აკონტროლებს. საოკუპაციო ძალა, დონბასის სრულ ოკუპაციას ცდილობს. ამ დროისთვის, რუსები სევეროდონეცკის 80 პროცენტზე მეტს აკონტროლებენ. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო, მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილმა, ქიმიური ქარხნის ,,აზოტის“ ბუნკერებს შეაფარა თავი. ოლქის ხელმძღვანელობის მტკიცებით, ახლა იქ 800 ადამიანია.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
