"ნაცმოძრაობის" კამპანია ევროინტეგრაციის წინააღმდეგ
ევროპის სახალხო პარტიის განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" დაწერილია. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, "იპიპის" მიერ გავრცელებული ტექსტი შეაფასა და თქვა, რომ სააკაშვილის პარტიის მიზანია, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭოს. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს მიზანი პირდაპირ იკითხება, ევროკავშირის მიმართ არც ერთი სიტყვით არ არის მოწოდება რომ საქართველოს მიენიჭოს სტატუსი.
