კანდიდატის სტატუსის მოლოდინი
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოცალურ ქსელში წერს, რომ ევროპის სახალხო პარტია განიხილავს საკუთარ შეფასებას მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მაკალისტერი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია. ევროპარლამენტარის გზავნილს სოციალურ ქსელშივე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
