ომის 99-ე დღე
რუსულმა არმიამ, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის- სევეროდონეცკის დიდი ნაწილი დაიკავა. ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, სევეროდონეცკზე და ლუგანსკის ოლქზე კონტროლის დამყარების შემდეგ მოსკოვი სამხედრო ძალისხმევას დონეცკის ოლქისკენ მიმართავს. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიშები მიიტანეს ხარკოვის, სუმისა და ლვოვის ოლქებზე.
