კობახიძე: "დავაშავეთ", რომ არ დავუთმეთ ხელისუფლება
რიგგარეშე არჩევნები, ხელისუფლების ცვლილება და სასამართლო სისტემაში შეღწევა- ეს "ნაციონალური მოძრაობის" შეუსრულებელი მიზნებია. ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი ლაივში" ნაციონალური მოძრაობის კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრა. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც მმართველმა გუნდმა დააშაავა არის ის, რომ ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობას" არ დაუთმო და არ მისცა სასამართლო.
