კობახიძე: EPP-ის განცხადება "ნაცმოძრაობამ" მოამზადა
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გადაცემა "იმედი ლაივში" ევროპის სახალხო პარტიის მიერ გავრცელებული განცხადებაც შეაფასა. ირაკლი კობახიძის თქმით, ტექსტი "ნაციონალური მოძრაობის" მომზადებული იყო. კობახიძე ამბობს რომ სააკაშვილის პარტიის მიზანია საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭოს.
