ბექა ოდიშარიამ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძესთან ერთად კომპანია „ინვენთ ვენთურ სტუდიოს დამფუძნებლებს უმასპინძლა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძესთან ერთად კომპანია „ინვენთ ვენთურ სტუდიოს დამფუძნებლებს უმასპინძლა. ინოვაციური კომპანია ტექნოლოგიური სტარტაპების ყიდვის შესაძლებლობით, ქართველ დეველოპერებს უცხოეთში დასაქმების შანსს სთავაზობს. ბექა ოდიშარიას განმარტებით, კომპანიის მიერ შეთავაზებული პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტექნოლოგიებისა და ინოციების პროცესების განვითარებას.
