„ნუ წაართმევ ბავშვობას“
„ნუ წაართმევ ბავშვობას“ - ეს არის კამპაია, რომელიც შინაგან საქმეთა სამიისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის მიზნით დაიწყო. კამპანიის მიზანია, ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, მსგავსი კატეგორიის საქმეების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა. გახსნით ღონისძიებას, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
