,,სტატისტიკა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის“
,,სტატისტიკა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის“ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საბავშვო პორტალის პრეზენტაცია გამართა. საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს საქართველოს შესახებ საინტერესო და სახალისო სტატისტიკური ფაქტები გააცნო და მათთან ერთად შემეცნებითი ქვიზები შეავსო. პორტალი ,,სტატისტიკა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის“ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზეა განკუთვნილი და მისი პრეზენტაციაც შესაბამისად შერჩეული ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებისთვის განხორციელდა.
