ბავშვთა დღე
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დიდუბის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარის გივი ჩხარტიშვილისა და მუშთაიდის პარკის ადმინისტრაციის ინიციატივით ბაღში ასამდე მრავალშვილიან ოჯახს, სოციალურად დაუცველ და მოუსაფარ ბავშვებს უმასპინძლეს. პარკში მისულ ბავშვებს საშუალება ჰქონდათ უფასოდ ესარგებლათ ატრაქციონებით და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებაში.
