თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცავები მუშაობენ. განცხადება გაავრცელა მერიამ „ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თბილისის მუნიციპალიტეტს. ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია თბილისის მერიისთვის, ჩვენი ქალაქისთვის. ვკიტხულობთ თბილისის მერიის გავრცელებულ განცხადებაში. ილია ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.
