საქართველო მსოფლიო ტურიზმის რეიტინგში 44 -ე ადგილზეა
საქართველო მსოფლიო ტურიზმის რეიტინგში 44 -ე ადგილზეა. ამის შესახებ საუბარია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2021 წლის ანგარიშში, რომეელიც „მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსის“ სახელწოდებით გამოქვეყნდა. საქართველო რეიტინგში მსოფლიო საუკეთესო 50-ეულში პირველად მოხვდა. დოკუმენტში ასახულია 117 ქვეყნის რეიტინგი. შედეგების მიხედვით, საქართველო საუკეთესოა სამეზობლოში, უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს. საქართველო აგრეთვე უსწრებს ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყნას.
