ბათუმში დაკავებულ თურქ ბიზნესმენს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ
ბათუმში დაკავებულ თურქ ბიზნესმენს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ამის შემდეგ სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. გალიფ ოზთურქი დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი დოკუმენტების გაფორმებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს. სპეცოპერაცია გუშინ საღამოს სასტუმრო „მეტროს“ შენობაში ჩატარდა, რომლის მფლობელიც ოზთურქია. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ბიზნესმენთან დაკავშირებულ კომპანიებსა და პირებთან განხორციელდა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოიღეს დიდი ოდენობით თანხა, ასევე, აღმოაჩინეს, სავარაუდოდ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები. წარდგენილი ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში, ითვალისწინებს პატიმრობას 6 წლამდე ვადით.
