დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში"
დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში. დეპუატი ნონა მამულაშვილი პარტიას, თანაგუნდელები კი თავად მამულაშვილის დაუპირისპირდნენ. ნონა მამულაშვილმა ნიკა მელიას პარტიული საქმიანობა დაუწუნა და განაცხდა, რომ ის ბევრად აქტიურ თავმჯდომარეს ისურვებდა. მამულაშვილს არ მოსწონს არც ნაციონალური მოძრაობის ბრძოლის სტრატეგია, მიაჩნია, რომ პარტია ევროპასა და ამერიკაში უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს, ოპოზიციამ კი პარლამენტი დატოვოს. ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირებას უარყოფენ და განმარტავენ, რომ ეს ერთი წევრის პირადი აზრია, რომელსაც სურვილის შემთხვევაში პარტიიდან წასვლაც შეუძლია. პარტიაში ასევე უარყოფენ ნონა მამულაშვილის გამოთქმულ მოსაზრებას ნიკა მელიასთან დაკავშირებით.
