რაფაელ ნადალი პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის, როლან გაროსის ნახევარფინალში კარიერაში მეთხუთმეტედ გავიდა
რაფაელ ნადალი პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის, როლან გაროსის ნახევარფინალში კარიერაში მეთხუთმეტედ გავიდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა, რომელსაც ორ დღეში 36 წელი შეუსრულდება, მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ოთხ სეტში, 6-2, 4-6, 6-2, 7-6 დაამარცხა. შეხვედრა 4 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა, გადამწყვეტი კი მეოთხე სეტი იყო, რომელიც ნადალმა ტაიბრეიკით მოიგო. მისი მომდევნო მეტოქე ალექსანდრ ზვერევი იქნება, რომელმაც ახალგაზრდა ესპანელი ჩოგბურთელი კარლოს ალკარასი დაამარცხა.
