ქართველი ძალოსანი კახი ასანიძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა
ქართველი ძალოსანი კახი ასანიძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ტურნირზე 21 წლის სპორტსმენმა ატაცში 150, აკვრაში კი 176 კილოგრამი დაძლია და საერთო ჯამში მხოლოდ თურქ სპორტსმენს ჩამორჩა. ხვალ საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე რევაზ დავითაძე გამოვა.
