დღეს ნინოობაა
დღეს ნინოობაა. მართლმადიდებლები წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება, სიონის საკათედრო ტაძარში წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II გაუძღვება. მოციქულთა სწორი ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით ვაზის ჯვრით ხელში შემოვიდა. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს - გარდაცვალება.
