განათლების მინისტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პირადად მიულოცა ნორჩ მოჭადრაკეებს
განათლების მინისტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პირადად მიულოცა ნორჩ მოჭადრაკეებს. მიხეილ ჩხენკელი ჭადრაკის სასახლეს ეწვია და ევროპის სასკოლო ჩემპიონატის პრიზიორებს, კესარია მგელაძეს და გაბრიელ გაბადაძეს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატება მიულოცა. ამხანაგური ბლიც-პარტია გაიმართა მინისტრსა და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 5-გზის გამარჯვებულ ნანა იოსელიანს შორის.
