საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით დღეს ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით დღეს ბრიუსელს ეწვევა. ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში, სხვადასხვა მიმართულების ევროკომისრებთან, ასევე ევროპარლამენტში. ვიზიტის ფარგლებში, 2 ივნისს, ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
