რაც უფრო ახლოვდება ევროპის გადაწყვეტილება, თბილისში ვნებათაღელვაც იმატებს
რაც უფრო ახლოვდება ევროპის გადაწყვეტილება, თბილისში ვნებათაღელვაც იმატებს. მმართველი პარტია ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში სდებს ბრალს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მორიგი მიზეზია, რომელსაც მათი ოპონენტები ქვეყნის შიგნით არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის იყენებენ.
