ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქს ჯილდოსთვის მადლობას უხდის
ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქს ჯილდოსთვის მადლობას უხდის. „მე ამ ჯილდოს მივიჩნევ აღიარებად ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთგულებისა იმ უზენაესი ფასეულობებისადმი, რომელთაც მთელი ჩვენი ისტორია და დღევანდელობა ეფუძნება,“ ნათქვამია მთავრობის მეთაურის განცხადებაში. ირაკლი ღარიბაშვილს მაცხოვრის საფლავის რაინდის ორდენი და მაცხოვრის ძელიცხოვლის გამშვენებული ჯვარი გადაეცა.
