კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათის მონასტერში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკომფერენცია გამართა
კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათის მონასტერში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკომფერენცია გამართა, რომელსაც იუნესკოს ექსპერტები და სასულიერო პირები დაესწრნენ. მინისტრმა გელათის პრობლემის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჭიქური კრამიტის გადახურვის ნაწილი მოიხსნა და ნესტის აორთქლების პროცესი დაწყებულია. სრულად აორთქლებას კი დრო შემოდგომამდე დასჭირდება. მისივე განმარტებით, სახურავის გახსნის შედეგად გამოჩნდა ხარვეზები , რომლის აღმოფხვროსთვის მომდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. იუნესკოს ექსპერტები ამბობენ, რომ ამჟამად ფრესკებს საფრთხე არ ემუქრება.
